ნეიმარი: 11 თუ 7 ?

 

ერთ-ერთ კითხვა, რომელიც ამჟამად ყველას აწუხებს არის ის, თუ რა ნომერს აიღებს ბრაზილიელი ფეხბურთელი, მის ახალ კლუბში. ნეიმარს რა საკვირველია აღნიშნული ნომრებით ასპარეზობა ძალიან სურს, თუმცა მან კარგად იცის ასევე, რომ ეს ნომრები ამჟამად დაკავებულია. ამ დროისთვის 7 ნომრით დავიდ ვილია ასპარეზობს, ხოლო 11 ნომრით ტიაგო ალკანტარა.

როგორც იცით ნეიმარი მის უკვე ყოფილ კლუბში, "სანტოსში" 11 ნომრიანი მაისურით ასპარეზობდა, ხოლო ბრაზილიის ნაკრებში მას თავიდან 7 ნომერი ჰქონდა, შემდეგ კი ეს 11 ნომრით შეიცვალა. ასევე საინტერესოა ისიც, რომ ბრაზილიაში უკვე დაიწყო ნეიმარის 11 ნომრიანი მაისურების გაყიდვა.

არის შანსი, რომ ამ ზაფხულს ეს ნომრები გათავისუფლდეს, განსაკუთრებით კი ამჟამად ვრცელდება ინფორმაციები, დავიდ ვილიას გუნდიდან შესაძლო წასვლაზე, რომლითაც უკვე საკმაოდ აქტიურდა დაინტერესდა "ტოტენჰემი" და ისინი აპირებენ "ბარსელონას" წინადადებითაც მიმართონ. ასევე ტიაგოს აქამდე გაკეთებულმა განცხადებამ, საკმაოდ ბევრი აჟიოტაჟი გამოიწვია, რომელმაც განაცხადა, რომ შესაძლოა მან კლუბი ამ ზაფხულსვე დატოვოს არასაკმარისი სათამაშო დროის გამო. ტიაგოს შეძენა ამჟამად კიდევ ერთ ინგლისურ გუნდს, "მანჩესტერ იუნაიტედს სურს". ასევე ფეხბურთელის მიმართ ინტერეს "რეალიც" გამოხატავს.

 

 

EPL 2012/13 - Review of the Season

     ვიდეოს სანახავად დააჭირეთ სურათს !!! 

 

A Bola: დი მარია "პსჟ"-ში გადაბარგებასთან ახლოსაა

A Bola-ს ცნობით, ანხელ დი მარიამ კარიერა შესაძლოა "პსჟ"-ში გააგრძელოს.

წყაროს ცნობით, არგენტინელის აგენტმა ჟორჟე მენდეშმა დაადასტურა, რომ ტრანსფერის ალბათობა ძალიან დიდია.

გავრცელებული ინფორმაციით, დი მარიას შეძენით პარიზელები კარლო ანჩელოტის კონტრაქტს ვადაზე ადრე გაუწყვეტენ და იტალიელი "რეალს" ჩაიბარებს.

დი მარიას პოზიციაზე მადრიდელები ხესუს ნავასის შეძენას გეგმავენ.

ოთხი წლის წინ...

ლა ლიგისა და ესპანეთის სამეფო თასის შემდეგ კატალონიელები ქალაქ რომში ჩაფრინდნენ. მათი მთვარი მიზანი საფეხბურთო სამყაროს ერთ–ერთი უნმიშვნელოვანესი ტიტულის მოგება იყო.

გუარდიოლა რამდენიმე ძირითადი ფეხბურთელის გარშე დაუპირისპირდა „მანჩესტერ იუნაიტედს“, რომელიც თამაშის პირველივე წუთებიდან უპირატესობას ფლობდა, თუმცა ეტო’ოს პირველმა გოლმა ინგლისელები გატეხა და უპირატესობა „ბარსელონას“ ფეხბურთელებმა მოიპოვეს. მესის გოლმა კი ამ თამაშში ყველაფერი გადაწყვიტა და „ბარსელონას“ ისტორიაში მესამე ჩემპიონთა თასი მოუტანა. 2009 წლის 27 მაისს „ბარსამ“ არა მარტო ჩემპიონთა ლიგა მოიგო, არამედ გახდა ერთადერთი ესპანური კლუბი, რომელმაც ერთ წელს სამი თასი: ლა ლიგა, ჩემპიონთა ლიგა და ესპანეთის სამეფო თასი მოიგო.

 

 

რუნი საკუთარ თავს გაანადგურებს?! ძალიან კარგია სტატია მოვნახე ქართულად წაიკითხეთ !!!

          წასაკითხად დააჭირეთ სურათს!!!



 

იტალია: 5 მილანელი ნაკრებში...

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ ნაკრებში სათამაშოდ 5 მილანელს უხმო.

"სკუადრა აძურა" ახლო მომავალში 2 მატჩს გამართავს, 31 მაის ის სან-მარინოს ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო 7 ივნისს ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს.

ეს კი იმ მილანელების ჩამონათვალია, რომლებიც ამ მატჩებში ეროვნული ნაკრების ღირსებას დაიცავენ: რიკარდო მონტოლივო, მარიო ბალოტელი, იგნაციო აბატე, მატია დე შილიო და სტეფან ელ შაარავი. 

 

დიეგო ლოპესი: "რეალში" დარჩენა მსურს"

მიუხედავად იმისა, რომ დიეგო ლოპესს "რეალიდან" წასვლას უწინასწარმეტყველებენ, ესპანელი გოლკიპერი გუნდის დატოვებას არ აპირებს.

ლოპესი "რეალში" იანვარში გადაბარგდა ტრავმირებული იკერ კასილასის შემცვლელად. ესპანელმა მალევე მოიკიდა ფეხი ძირითად შემადგენლობაში და მიუხედავად იმისა, რომ იკერმა ტრავმა დიდი ხანია მოიშუშა, კარს მაინც დიეგო იცავს.

მიუხედავად ამისა, სეზონის ბოლოს გუნდს ჟოზე მოურინიო დატოვებს და მიიჩნევენ, რომ "სამეფო კლუბიდან" ლოპესიც წავა. თუმცა, ესპანელი სხვაგვარად ფიქრობს.

"ჩემი გეგმები? მე "რეალში" დარჩენა მსურს. ვფიქრობ, ძლიერი მეკარეების კონკურენცია დადებით როლს ითამაშებს".


"ბარსელონას" ფეხბურთელები მილიონ ევროს მიიღებენ თუ...

კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტი სანდრო როსელი კლუბის თითოეულ ფეხბურთელს პრემიალურ ანაზღაურებას დაჰპირდა იმ შემთხვევაში თუ კლუბი პრიმერა დივიზიონში 100 ქულას მოუყრის თავს. პრემია კი მილიონი ევროს სახით ბონუსს შეადგენს. 

ამ შედეგის მისაღწევად მხოლოდ ერთი თამაშის მოგება არის საჭირო "კამპ ნოუზე". კატალონიის "ბარსელონამ" აუცილებლად უნდა სძლიოს "მალაგას" ლა ლიგის უკანასკნელ ტურში. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელებმა უკვე მიიღეს ბონუსის სახით 20 მილიონი, როცა ესპანეთის ჩემპიონატი მოიგეს.  
 

 

"სოსიედადი" 3-3 "რეალი" 
"ლა ლიგა" 36-ე ტური, "ანოეტა", "სოსიედადი" - "რეალი"

 

             
      ესპანიოლი

0:2

ბარსელონა  
სათადარიგო

4-2-3-1 

4-3-3

სათადარიგო

 

ალვარესი

ლოპესი

კოლოტო

როდრიგესი

კაპდევილა

სტუანი

სანჩესი

ვერდუ

ფორლინი

ვაკასო

გარსია

ვალდესი

ალვესი

პიკე

მასკერანო

ალბა

სონგი

ტიაგო

ინიესტა

სანჩესი

ფაბრეგასი

ვილია

პინტო

მონტოია

ადრიანო

ბუსკეტსი

ჩავი

პედრო

ტელიო

 

 

Sopcast
134483 - 2000 Кбит/с (русский)

 

მარტინესი: შემდეგ კვირას გულმოდგინედ ვივარჯიშებთ


გუშინ, 25 მაისს უემბლიზე გამართული ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ, მიუნხენის ბაიერნის ესპანერმა ლეგიონერმა პრესასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი გუნდისთვის სეზონი ჯერ კიდევ არ დამთავრებულა.

"მიმდინარე წელი ჩემი დებიუტია მიუნხენის ბაიერნში და მიღწეულზე ოცნებაც კი საკმაოდ ძნელი იყო თავიდან. ახლა ყურადღება გერმანიის თასის ფინალზე უნდა გავამახვილოთ. არ მოველოდი, რომ ჩემპიონთა ლიგას მოვიგებდით. ამაზე გამუდმებით ვფიქრობ და ყურადღების გადატანა ძალიან რთული იქნება", - ამბობს ბასკი ფეხბურთელი.

"რათქმაუნდა, ასეთ გამარჯვებაზე მხოლოდ უნდა იოცნებო და სიხარულისგან მეცხრე ცაზე ვარ. გერმანიის თასის ფინალური ეტაპის შემდეგ, შტუტგარტის წინააღმდეგ, საბოლოოდ შევძლებთ ცოტა დავისვენოთ".

"შემდეგ კვირას გულმოდგინედ ვივარჯიშებთ და გერმანიის თასის ფინალში შტუტგარტის დამარცხებასაც შევეცდებით. აღნიშნული შეხვედრისთვის აუცილებლად მზად უნდა ვიყოთ"

დორტმუნდი - ბაიერნი 1:2 (კომენტარები)

გთავაზობთ ჩემპიონთა ლიგის ფინალური დაპირისპირების მატჩის, დორტმუნდი - ბაიერნის 1:2, შემდგომ გაკეთებულ ფეხბურთელების, მწვრთნელებისა და სხვა მნიშვნელოვანი ფიგურების კომენტარებს.

ული ჰიონესი: ეს წარმოუდგენელი მიღწევაა. 12 წლის განმავლობაში ვერ ვახერხებდით ამ ტიტულის მოგებას. გერმანიის ჩემპიონის ტიტული მშვენიერია - თუმცა ჩემპიონთა ლიგის ტიტული გამორჩეულია. როგორც იქნა მოვიპოვეთ გამარჯვება. მნიშვნელობა არ აქვს შემდეგ შაბათს რა მოხდება, მიმდინარე სეზონი უკვე შევიდა ისტორიაში.

მატიას ზამერი: ბიჭებმა საკუთარი კლასი დაამტკიცეს და ასევე ის, რომ ფინალში შემთხვევით არ გავსულვართ. ახლა როგორც იქნა, დამთავრდება იმაზე საუბრები, რომ ფილიპ ლამსა და ბასტიან შვაინშტაიგერს არ შეუძლიათ ჩემპიონთა ლიგის მოგება.

იუპ ჰაინკესი: შეხვედრის პირველ ნახევარში ჩვენი თამაში ვერ ვიპოვეთ. ფავორიტის სტატუსი პირველი 20 წუთის განმავლობაში იგრძნობოდა. შესვენების შემდეგ გაცილებით უკეთესად ავთამაშდით. გახარებული ვარ ლამის, შვაინშტაიგერის, რიბერის, რობენის თაობით. გაცილებით ზრდასრული ფეხბურთელები ხვდებიან, რომ ყოველ წელს ამ ტურნირის მოგება მათთვის უფრო რთული ხდება. ყოველ წელს არ თამაშობ ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ძალიან გახარებული ვარ, რომ ამდენი სამუშაოს შემდეგ მივაღწიეთ დასახულ მიზანს. ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მოპოვებას კარგად ავღნიშნავთ.

ფილიპ ლამი: შვების გრძნობა ძალიან დიდია. დღეს ბაიერნის თითოეულ ფეხბურთელზე საკმაოდ დიდი ზეწოლა იყო. შეხვედრის დასაწყისში არასახარბიელოდ ვთამაშობდით და შემდეგ რამდენიმე კარგი მომენტის შექმნა მოვახერხეთ. არ ვიცი გვექნება თუ არა კიდევ შანსი მოვიპოვოთ ჩემპიონთა ლიგის ტიტული. ყოველთვის ვამბობდი: ოქროს თაობამ უნდა მოიპოვოს ეს ტიტული. შვაინშტაიგერთან ერთად უკვე 16 წელია ვთამაშობ. შესანიშნავია, რომ ახლა ერთად შეგვიძლია გამარჯვება ავღნიშნოთ. ახლა უკვე გერმანიის თასის მოგებაც გვსურს.

ბასტიან შვაინშტაიგერი: ოცნება ახდა! პირველ რიგში, გახარებული ვარ, რომ სწორედ ამ შემადგენლობით გავიმარჯვეთ. საკმაოდ რთული იყო. ფინალში რადიკალურად სხვაგვარად გრძნობ თავს. შეხვედრა არც თუ ისე კარგად დავიწყეთ, ამიტომ გახარებული ვარ, რომ გამარჯვება მოვიპოვეთ. ბრწყინვალე სეზონი ჩავატარეთ რაც იუპ ჰაინკესის დამსახურებაა.

არიენ რობენი: ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მოპოვება ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ გავიმარჯვეთ. ამდენი ემოცია, უბრალოდ წარმოუდგენელია.

მანუელ ნოიერი: წარმოუდგენელი განცდაა. 1:1 შემდეგ ლამის გული წამივიდა.

ტომას მიულერი: ფიზიკურად აბსოლიტურად გამოფიტული ვარ. კუნთები ძალიან დამეღალა. მიმდინარე სეზონში მოედნიდან არ გავსულვარ. განსაკუთრებით გახარებული ვარ იუპ ჰაინკესის გამო. საკმაოდ დაძაბული შეხვედრა გამოდგა, ზეწოლა უბრალოდ წარმოუდგენელი იყო. ჩვენ საუკეთესო შეხვედრა არ ჩაგვიტარებია, მაგრამ გასული წლისგან კარგი მაგალითი მივიღეთ, როდესაც გოლი ბოლო წუთებზე გავიტანეთ. ასე რომ, მოწინააღმდეგეს დრო არ ჰქონდა გასათანაბრებლად.

დავიდ ალაბა: წარმოუდგენელი მომენტია, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ ვათვითცნობიერებ. სამართლიანად გავიმარჯვეთ. წარმოუდგენელია, ძნელად დასაჯერებელი. ჩემპიონთა ლიგის ფინალს დიდი ხანი ვერ დავივიწყებ. კარგად ავღნიშნავთ გამარჯვებას, ჩვენ ეს დავიმსახურეთ.

იურგენ კლოპი (დორტმუნდის მწვრთნელი): თანაბარი თამაში გახლდათ, გამარჯვებულის ვინაობა უკანასკნელ წუთებზე გატანილმა ბურთმა გადაწყვიტა. ხანგრძლივი სეზონის ბოლოს ბოლომდე ვიბრძოდით, თუმცა ბაიერნმა გამარჯვება დაიმსახურა. ვულოცავ რეკორდმაისტერს და იუპ ჰაინკესს. 0:4 ან 0:5, რომ წაგვეგო გაცილებით უარესი იქნებოდა. თანაბრად ვიბრძოდით, თუმცა ბაიერნმა გადამწყვეტი დარტყმა მოგვაყენა. უნდა შევეგუოთ, ეს პრობლემა არაა. მომავალ წელს ჩვენ კვლავ ვიბრძოლებთ ფინალის საგზურისთვის. 

 

პატო შეიძლება "მილანში" დაბრუნდეს

ალექსანდრე პატო შეიძლება "მილანში" დაბრუნდეს, ამის მიზეზი შეიძლება გახდეს რობინიოს და ბოიანის წასვლა, მაგრამ მთავარი მიზეზია პაცინის ტრავმა, მაგრამ ტრანსფერი შეიძლება ვერ შედგეს, გუნდის ფინანსური პრობლემების გამო, ამ შემთხვევაში პაცინის შემცვლელად "როსონერი"ხედავს მატრის და ბორიელოს.

პატოს დაბრუნება ასევე სურთ "მილანის" მოთამაშეებსაც, რიკარდო მონტოლივომ ტვიტერზე დაწერა, რომ: "პატო დაბრუნდი "მილანელოზე", როგორც კი დრო გექნება". 

 

ნეიმარი: "მადლობა "სანტოსს" 9 დაუჯერებელი წლისთვის"

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების წევრმა, რომელიც მომავალ სეზონიდან "ბარსელონას" შემადგენლობაში იქნება, "სანტოსის" გულშემატკივრებისა და კლუბის მიმართ სიყვარული გამოხატა.

"მინდა "სანტოსის" გულშემატკირებს ამ დაუჯერებელი წლებისთვის მადლობა გადავუხადო. ჩემი გრძნობა კლუბისა და ფანების მიმართ არასდროს შეიცვლება. ამ კლუბმა ყველაფერი მომცა.

მადლობას ვუხდი იმ გულშემატკივრებს, რომლებიც ყველაზე რთულ დროს გვერდში მედგნენ. "სანტოსი" ყოველთვსი ჩემს გულში დარჩება." – განაცხადა 21 წლის ნეიმარმა.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა "სანტოსის" შემადგენლობაში 224 მატჩი ჩაატარა და 136 გოლის გატანა მოახერხა. ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში კი 20 შეხვედრაში 32–ჯერ გამოიჩინა თავი.

 

 

ნეიმარი "ბარსაში" მომდევნო 5 სეზონის განმავლობაში

ნეიმარმა რამდენიმე საათის წინ Twitter-ისა და Instagram-ის საშუალებით დაადასტურა,რომ მომდევნო ხუთ სეზონს ის "ბარსაში" გატარებს და ოჯახის თანადგომის იმედი აქვს. 

ახალგაზრდა ბრაზილიელი 21 წლისაა და ის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელია პლანეტაზე. მას სათამაშო სტილისა და ტემპის საშუალებით ყოველთვის შეუძლია გადამწყვეტ მომენტებში გუნდის დახმარება. ნეიმარი დაიბადა სან პაულოში. მას შეუძლია  ერთნაირი წარმატებით ითამაშოს,როგორც თავდასხმის ფლანგზე ისე ცენტრში. იყენებს ორივე ფეხს და ადაპტირებულია სწრაფ შეტევასა და გოლის გატანაზე.

 

პელეს კურთხევა

ყველა აღნიშნული თვისების გამო ნეიმარს ხშორად ადარებენ ლეგენდარულ პელეს. სწორედ პელემ მიიყვანა ნეიმარი "სანტოსის" საფერბურთო აკადემიაში. დღეს არავინ ისე აღფრთოვანებული არაა მისი და ახალგაზრდა ტალანტის მსგავსებით, როგორც 'O'Rei' (ფეხბურთლის მეფე). ნეიმარის დებიუტი "სანტოსის" რიგებში, ისევე, როგორც ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში 2009 წელს შედგა. ის ითვლებოდა გუნდის ყველაზე ნიჭიერ და გამორჩეულ ფეხბურთელად, რომლის უდიდეს ოცნებასაც წარმოადგენს მსოფლიო მომდევნო ჩემპიონატის მოგება, რომელიც 2014 წელს ბრაზილიაში გამართება.

 
უამრავი ჯილდო
შეიძლება პელესთან შედარება ძალიან ხმამაღალი ნათქვამია, თუმცა ნეიმარს თავის ასაკთან შედარებთ უამრავი ჯილდო აქვს მოპოვებული. იგი ნომინირებული იყო 2012 და 2011 FIFA ოქროს ბურთზე და 2012, 2011 და 2010 პუშკაშის ჯილდოზე. ის დასახელდა 2011 წლის საუკეთესო სამხრეთ ამერიკელ მოთამაშედ, ასევე "სანტოსთან" ერთად მოიგო ბრაზილიის ჩემპიონატი სამჯერ  და 2011 წელს დაასახელეს "Copa Libertadores" ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ.
 
2011 წლის მსოფლიო საკლუბო თასი
როგორც სამხრეთ ამერიკის ჩემპიონმა "სანტოსმა " მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში 2011 წელს. ნეიმარმა ნახევარფინალში  ულამაზესი გოლი გაიტანა, თუმცა, ფინალში, იმ დროს პეპ გუარდიოლას  უძლიერესი "ბარსას" წინააღმდეგ მან ვერაფერი შეცვალა. სანტოსის" ახალგაზრდა ვარსკვლავმა, ამ ტურნირზეც გამოიჩინა თავი.ის ტურნირის მესამე საუკეთესო მოთამაშე გახდა მესისა და ჩავის შემდეგ.
 

 

ყველაფერი ფეხბურთის შესახებ!!!

PESEDIT.GE პესის სამყარო!!!